ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ალან ბერსემ ისიც თქვა, რომ კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიისა და საქართველოს წარმომადგენლებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
მისივე ინფორმაციით, მან ბოლო დროს სხვადასხვა კანონში შესულ ცვლილებებთან მიმართებითაც მთავრობისგან გარკვეული დაპირებები მიიღო.
“მივესალმები და გეტყვით, რომ მთავრობამ გასცა დაპირება, რომ შეცვლიდა უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფის საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული. მოხდება იმ ცვლილებების იდენტიფიცირება, რომელიც ამ კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს. გამოვხატავ იმედს, რომ ამგვარი პროცესები შეიძლება განხორციელდეს სხვა მიმართულებებით, როგორიც არის თანასწორობა, დისკრიმინაციის აღკვეთა, საარჩევნო რეფორმები, ციხის და პრობაციის რეფორმები. ბოლო დროს კანონში შესული ცვლილებები ნამდვილად არ მოდის შესაბამისობაში იმ ევროპის საბჭოსა და კონვენციის მოცემულობასთან. ჩვენ გარკვეული დაპირებები მივიღეთ”, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ.
11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…
“ენგურჰესის” დირექტორი, ლევან მებონია აფხაზებს მოუწოდებს, ელექტროენერგიის საფასური გადაიხადონ. ლევან მებონიას ე.წ. აფხაზი ოპოზიციონერები, ლევან მიქაა და ილია გულია შეხვდნენ. “თუ…